„ყვავილების სიყვარული უნებლიეთ მოვიდა“ – მარიამ ბალახაშვილის თაიგულები ვალედან

4  წელია, ფლორისტობა დაიწყო, როდესაც პატარა მაღაზია ჰქონდა ახალციხეში. ამჟამად ცხოვრობ ვალეში, ყვავილები კი ისევ უყვარს.
თებერვლისთვის გააგრძელებს ხმელი ყვავილების თაიგულების, ასევე ბუნებრივი ცოცხალი ყვავილების წარმოებას.  –  მარიამ ბალახაშვილის პერსონა.  
– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მუსიკაზე სიარული, სიმღერა, პიანინოზე დაკვრა. მაშინ ფლორისტობაზე არც ვფიქრობდი. პატარა ასაკში გავთხოვდი.  სკოლა რომ დავამთავრე, უკვე პატარა ლუკას დედა ვიყავი. ახლა ლუკა დიდია და ყველაფერში მეხმარება. შემდეგ გაჩნდა პატარა ბარბარეც, რომელიც ახლა 4 წლისაა. იმდენად შეუყვარდა ყვავილები, ერთი დღეც ვერ ვძლებთ უმათოდ.
– 4 წელია, მეყვავილეობას მისდევთ… გაქვთ გვერდი: მარიამის ყვავილები
– ყველა ყვავილს თავისებური მოვლა სჭირდება. ეზოში, პატარა ბაღში, ყველა სეზონზე სხვადასხვა ყვავილი ყვავის. სამომავლოდ უფრო ბევრს დავრგავ.
ყვავილების სიყვარული უნებლიეთ მოვიდა, მაშინ, როცა უკვე გაჩნდა იდეა, რომ ყვავილების პატარა მაღაზია გამეხსნა, სადაც გავყიდდი სხვადასხვა ყვავილის თაიგულებს და ჩემი ხელით გახარებულ ქოთნის ყვავილებს. ძალიან საინტერესო იყო.
– ახალციხეში გქონდათ ყვავილების მაღაზია…
– იმ დრომ, როცა მაღაზია მქონდა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. წინასწარ ვერ დაგეგმავ, როგორ უნდა ააწყო თაიგული. უცებ მოდის ფანტაზია. შემდეგ იდეა გაჩნდა, რომ ხმელი ბალახები, რომლებსაც ზაფხულის სხვადასხვა დროს ვაგროვებდი, შემეღება და განსხვავებული თაიგულები ამეწყო, რომლებიც ახალციხეში არასდროს მინახავს.
მომხმარებელს სიახლე უნდა შესთავაზო. ეს საინტერესო შემოქმედებითი პროცესია. ყვავილებთან და ბუნებასთან ურთიერთობისას, იდეები თავისთავად იბადება… ამჟამად ვცხოვრობ ვალეში და თებერვალში მაღაზიის გახსნას ვაპირებ, რომ შევქმნა ჩემი განსხვავებული თაიგულები.
– ოჯახი. ალბათ გვერდში გიდგას თქვენს საქმიანობაში…
–  ჩემს საქმიანობაში ძალიან მეხმარებიან ოჯახის წევრები.
– ჰობი…
– გავხდე ცნობილი მეყვავილე.
– კიდევ რა გეგმები გაქვთ?
– მინდა პატარა სათბურის გაკეთება, რომ შემდეგისთვის ჩემი საკუთარი, ანუ ჩემი მოყვანილი ყვავილებით ავაწყო თაიგულები.


თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები