“ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ „ნაცებს” – სვიმონ ჯანგულაშვილი

“ყველა გულწრფელ ადამიანს, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ ნაცებს. ნებისმიერი პროტესტი, სადაც ნაცები არიან, დამარცხებისათვის არის განწირული”, – ამის შესახებ საზოგადოება “ქართულის” თანადამფუძნებელი, სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, გირჩ-ჯაფარიძე, მელია, ლომჯარია, უშიკიშვილი, სადუნიშვილი, ბოკუჩავა, ნანუკა ჟორჟოლიანი, ბოკერია, ჩერგოლეიშვილი (ტიპაჟურად ძალიან საყვარელი და გიჟმაჟი), უგულავა, ეკა კვესიტაძე, ნოდარ მელაძე, გიორგი თარგამაძე, ვახო სანაია, ქეთი დევდარიანი, ლაშაგია ბუღაძეები – არიან ნაცები.

ყველა, ვინც მათ გვერდით დგას, არის ნაცი, ან ნაცების მოკავშირე.

ყველა, ვინც მათი ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძვის, ვინც მათ ლოზუნგებს იმეორებს, მათი სცენარით მოქმედებს, მათ ნაყიდ სცენასა და გახმოვანებას იყენებს, მათ ნაყიდ სუფრებთან ქეიფობს, მათ ორგანიზებულ მიტინგებზე დგას, მათ მოფიქრებულ მარშებში მონაწილეობს, არის ნაცი, ან ნაცების მოკავშირე, ნაცების ძალაუფლებისათვის მებრძოლი.

ყველა, ვინც მათ ნაყიდ პიროტექნიკას ესვრის პოლიციას და პარლამენტს, არის ნაცი ან ნაცების მოკავშირე, ანუ, ნაცია.

ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეუბნება “არა”-ს ნაცებს.

ამჯერადაც დამარცხდებიან. სხვანაირად არ შეიძლება, რადგანაც, მათ თუ გაიმარჯვეს, საქართველო განადგურდება.

მოითხოვეთ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება და ყველა დამნაშავის დასჯა. მეც მოვითხოვ.

მოითხოვეთ ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძე-მელიას ამ ვერაგი მანიპულაციის შედეგად დაჭერილი 11 ახალგაზრდის მიმართ ლმობიერი განაჩენი, მათი სამართლიანი სასამართლო, მათი შეწყალება, მათ მიმართ პატიება და სიკეთე. მეც ვითხოვ ამას.

მაგრამ ნუ ითხოვთ იმას, რაც აუცილებლად მარგინალიზებამდე და სიგიჟემდე მიგიყვანთ – 20 ან თუნდაც 100 ან თუნდაც 700 ათასი (რაც თქვენი მაქსიმუმია) მოქალაქის მოთხოვნით, არჩევნებს არავინ არ დანიშნავს, მხოლოდ იმ მიზნით რომ 4-მა და 5-მა ნომერმა ნაცებმა უფრო მეტი ხმები მიიღონ (გახარიამ და “ლელომ” მიიღეს ის ხმები, რაც მათივე და ყველა გამოკითხვით ჰქონდათ და იზეიმეს კიდევაც ეს არჩევნების საღამოს).

მოსთხოვეთ ევროპას, რომ გახსნან მოლაპარაკებები 2028-მდე.

ხელისუფლება იმიტომ არ ხსნის, რომ ევროპარლამენტი ამ მოლაპარაკებებს იყენებს შანტაჟის მექანიზმად, რომ გამოვუშვათ სააკაშვილი და სანქციები გამოვუცხადოთ რუსეთს – ასეთი იყო ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია.

მოითხოვეთ ევროინტეგრაცია.

მაგრამ, ნუ ითხოვთ იმას, რაც მხოლოდ ნაცებს უნდათ. სინამდვილეში არც თქვენ არ გინდათ, რომ ხმების უმრავლესობა ჰქონდეთ გვარამიას, ხოშტარიას, გირჩს, მელიასა და ბოკუჩავას.

ვიცი, ამაოდ ვწერ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი უკვე თითქმის ნიკა გვარამიაა, თითქმის ელენე ხოშტარიაა, თითქმის გირჩია და თითქმის ნანუკა ჟორჟოლიანია. ისტერიკაში ხართ, კოლექტიურ ისტერიაში ხართ. ვიცი, რომ გეზიზღებათ აქეთ ყველა – პატრიარქიც, რობერტ სტურუაც, ხვიჩა კვარაცხელიაც, ნონა გაფრინდაშვილიც, ჩვენი ჩემპიონებიც, უბრალო ქართველებიც. ხომ მღერით ,,ქოცებო, მ*******ო, ბ****ო, თქვენი დედის ტ****ს დროაო”…

მაგრამ, მე ამას ვწერ, მათთვის, ვინც აქციებზე დადის და აი უსუსური “კომპოზიტორის” ამ უნიჭობას არ მღერის.

ვწერ მათთვის, ვინც 100 პროცენტით არაა სიძულვილით მოცული, ვინც 100 პროცენტით არ ქცეულა ხოშტარიად და გვარამიად. ვისაც ჯერ კიდევ უყვარს თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე, ყველა კეთილი ადამიანი, იესო ქრისტე…

თქვენ უნდა წამოხვიდეთ კომპრომისზე.

აქეთ ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისაგან კომპრომისს.

თუ მაქეთ ყველანი განაცდებით, ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება.

ყველა, ვინც გა-ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძე-ნანუკა-ბუღაძე-დევდარიან-უგულავა-მელია-ლომჯარია-უშიკიშვილ-ნოდარ მელაძე-სანაია-თარგამაძე-ბოკერიებულია, ნაცია და ღუპავს საქართველოსაც, საკუთარ თავსაც და იმ იდეებსა და ღირებულებებსაც, რისთვისაც გულწრფელად იბრძვის.

არაა ხოშტარია და გვარამია ევროპა. არც ჯაფარიძის სექტა არაა ევროპა. არც ნაცების მედია-კანალიზაციებია ევროპა.

ეს არის ნაციზმი. ეს არის რადიკალიზმი. ეს არის სიგიჟე, ისტერია, რეალობისგან გამიჯვნა. ეს არის მიშიზმი.

ნუ ნაცობთ. ნუ გიჟობთ. დამარცხდებით. ან გაიმარჯვებთ და საქართველო დამარცხდება.

როგორც 1992 ან 2003 წლებში… “, – წერს ჯანგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები