საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: მიმდინარეობს მოკვლევა, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.

საელჩოს ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აღნიშნავენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები