ჯო ვილსონმა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – განაცხადა კონგრესმენმა.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.