ხათუნა ლაგაზიძე: მთავარია ხიდაშელმა შეძლოს, “ნატო” სიტყვიდან საქმეზე გადაიყვანოს

„ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე ამას ისმენ“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეფასებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ განაცხადა. თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარია თინათინ ხიდაშელმა სიტყვა საქმედ აქციოს.

„ძალიან სასაიმოვნოა, როცა შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე ამას ისმენ. მთავარი ის არის, ხიდაშელმა შეძლოს, “ნატო” სიტყვიდან საქმეზე გადაიყვანოს“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში დადებითად და მნიშვნელოვნად შეაფასა. აპატურაის განცხადებით, მინისტრი ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

“თავდაცვის მინისტრი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გამყარდა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ. ის ძალიან სწრაფად გაერკვა დეტალებში და დასახა სტრატეგიული ხედვა, რომელიც პრესასაც გაუზიარა. ის ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან ფანტასტიკურად იმუშავა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას. მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები