ნოდარ ხადური განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმციას, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ემიგრანტებმა საქართველოში ფული ვეღარ გადმორიცხონ, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამოეხმაურა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მინისტრის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
“საქართველოს მთავრობა ემიგრანტებისგან ან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე, ფულად გზავნილებზე არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს. მსგავსი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები არის დეზინფორმაცია და სრული სიყალბე.

მეგობრებო, გთხოვთ, ნუ აზიარებთ ამ ყალბ ინფორმაციას და ჩემს კომენტრს, რომელიც 2014 წლის ბოლოს არის ჩაწერილი და სულ სხვა თემას – ლარის გაცვლით კურსს ეხება. ნუ შეუწყობთ ხელს შეგნებულად დაგეგმილ პროვოკაციას, რომლის მთავარი მიზანიც მოსახლეობის მოტყუებაა!” – ნათქვამია განცხადებაში რომელიც ნოდარ ხადურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები