თინა ხიდაშელი: არც კი ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა…

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმციას, რომ შესაძლოა ემიგრანტებმა საქართველოში ფული ვეღარ გადმორიცხონ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბინძურ ტყუილს უწოდებს. თინა ხიდაშელი იმ ადამიანებს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაციის გამო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გააკრიტიკეს, მოუწოდებს დასკვნების გაკეთებამდე გარკვევით მოისმინონ რაზე საუბრობს ნოდარ ხადური სინამდვილეში.
“ფბ-ზე უკვე რამდენმჯერმე შევხვდი ამ ამბავს. აზიარებს ხალხი, წყევლიან ნოდარს და ყოველ ჩვენგანს არც კი ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა. ჯერ ასეთ უტვინობას რომ მოიგონებ რა საშინლად უნდა გძულდეს ის ხალხი ვისაც ეხება რომ პანიკაში აგდებ, და მერე ვინც აზიარებს იქნებ იმ ვიდეოს მაინც მოუსმინოთ რაც მოყვება როგორც ვითომ დასტური. ნოდარი ნახევარი სიტყვითაც კი არაფერს ამბობს ამაზე, საერთოდ მინიშნება, მსგავსი აზრი, იდეა არავის დაბადებია, არც ნოდარი ამაზე არაფერს ამბობს, არაფერსსსსს. არადა რამდენმა წაიკითხა და დაგვწყევლა დღეს ვიღაცის ბინძური ტყუილის და მახინჯი მონაჭორის გამო ნუ ეხლა თავდაცვის თემებზე აღარაფერს ვიტყვი იმდენი სისუსელე წავიკითხე, მოვისმინე ამ დღეებში სირცხვილია. იქნებ მოვისმინოთ ხოლმე სინამდვილეში რაზე ლაპარაკოს ადამიანი სანამ დასკვნებს გავაკეთებთ“, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები