თბილისის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება – კომპანიის განმარტება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი ამ დრომდე შეფერხებით მიეწოდება.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შეფერხების მიზეზებს განმარტავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია. 7 ივნისის 02:00 საათიდან 8 ივნისის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ცენტროლიტის დასახლებას, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს, კონიაკის დას; იპ.ივანოვის, ზარზმის,ილორის, სარაჯიშვილის ქ. თემქის IIIმ/რ, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რ, გლდანულას დას; გაზის დას; ბერთუბნის დას; სოფ. გლდანს, სოფ. გიორგიწმინდას, მუხიანის I, II, III მ/რ, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს, „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე“- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები