არტ გალერეა “ახუნდოვ ჰაუსი” რუსუდან ზვიადაძის გამოფენას მასპინძლობს (ფოტო – ვიდეო)

5 ივნისს, აზერბაიჯანული კულტურის სახლმა “ახუნდოვ ჰაუსმა” მხატვარ რუსუდან ზვიადაძის პერსონალური გამოფენის – “ჩემი სულის ფერების” გახსნას უმასპინძლა.10557321_383371641858227_161980205034790223_n

აღსანიშნავია, რომ რუსუდან ზვიადაძე თვითნასწავლი მხატვარია. ბოლო 7 თვის განმავლობაში შექმნილმა მისმა ნამუშევრებმა კი თავი ერთად გუშინ, “ახუნდოვ ჰაუსის” არტ გალერეაში მოიყარა და მნახველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

როგორც ავტორმა აღნიშნა, გამოფენის იდეა მეგობარ მხატვრებს ეკუთვნოდათ.

“იდეა დაიბადა ჩემი მეგობარი მხატვრებისგან. მათ მირჩიეს, პერსონალური გამოფენის მოწყობა. ამის შემდეგ დამიკავშირდა “სოკარის” წარმომადგენელი ნინო დიასამიძე და გამოფენისთვის არტ გალერეა “ახუნდოვის სახლის” საგამოფენო სივრცე და ჩემთვის მისაღები პირობები შემომთავაზა. ამიტომ უარი არ ვუთხარი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი მნახველი ესტუმრა გამოფენას, ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მოვისმინე და მიხარია. მადლობა “სოკარის” ჯგუფს, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, მეუღლეს, პირველ რიგში, და ჩემს შვილს”, – განაცხადა რუსუდან ზვიადაძემ.

სტუმართა შორის საზოგადოების ცნობილი სახეები იყვნენ, მათ შორის: საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი, გადაცემა “რა? სად? როდის?” წამყვანი გიორგი მოსიძე და სხვანი. როგორც მინისტრმა ხადურმა განაცხადა, იგი მოხიბლულია გამოფენითა და ნამუშევრების ფერთა გამათი.

“ძალიან საინტერესო გამოფენაა. მე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ ქალბატონი რუსუდანის ეს ნამუშევრები, რომლებიც უდავოდ მაღალი დონისაა, მის მხოლოდ ერთწლიან გამოცდილებას ეყრდნობა. ძალიან საინტერესო ფერთა შეხამებაა, პეიზაჟებია და, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზაფხულია, მისმა ხედებმა კარგი განცდა შემოიტანა ჩემში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.11350202_383371501858241_1587757827_n

მინისტრი, ასევე, აზერბაიჯანული კულტურის სახლით მოიხიბლა. როგორც მან აღნიშნა, “ახუნდოვის სახლი” მისთვის საინტერესო აღმოჩენაა. “ამ გზაზე დავდივარ ყოველთვის და პატარა დამთხვევაც არის: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის 16 ნომერში მდებარეობს, “ახუნდოვის სახლი” კი, გორგასლის 17 ნომერში. ძალიან საინტერესო შეხამებაა, გარდა იმისა, რომ აქ არის კაფე, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანებმა დრო გაატარონ, შესანიშნავი საგამოფენო სივრცეა და რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი რაც იყო, ძალიან საინტერესო მარანი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

“ახუნდოვ ჰაუსის” დირექტორის, არჩილ ბეჟანიშვილის თქმით, არტ გალერეა ქართული და არა მარტო ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, ყოველთვის ხელს შეუწყობს.

“როგორც ხედავთ, საკმაოდ ლამაზი და ლაღი ფერებია წარმოდგენილი. ქალბატონმა რუსუდანმა თავისი სულის ფერები გაგვიზიარა ჩვენ. ამ გამოფენით ტკბობის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე დღეს, 10 ივნისამდე იქნება შესაძლებელი. ჩვენი ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ წარმოვაჩინოთ თანამედროვე ქართული ხელოვნება”, – განაცხადა არჩილ ბეჟანიშვილმა.

11377244_383372185191506_394398136202017730_n

1394012_383371631858228_5331963119211927897_n

1469106_383371515191573_1950836638_o

1517600_383371625191562_8350076002421085123_n

1940111_383371085191616_1126106888_n

1960318_383371438524914_1924009551_n

10168403_383371521858239_1862804027_n

10405952_383371538524904_1036082718_n

10557321_383371641858227_161980205034790223_n

11118753_383371111858280_708078637_n

11276116_383371125191612_910577497_n

11280284_383371105191614_815576101_n

11282003_383371428524915_1426998270_n

11287405_383371175191607_1859783551_n

11291892_383371131858278_452982492_n

11297831_383371435191581_727453963_n

11301316_383371098524948_781496472_n

11304361_383371525191572_1900405066_n

11310935_383371421858249_1811580921_n

11328915_383371415191583_1011333045_n

11329725_383371491858242_1471135885_n

11334307_383371178524940_641621491_n

11350139_383371115191613_413047929_n

11350196_383371091858282_1119417857_n

11354789_383371445191580_323040952_n

11354953_383371518524906_2147360222_n

11355550_383371198524938_1293777853_n

11391372_383371621858229_6090539147718257969_n

11391566_383371648524893_8651055689554447077_n

11392964_383372058524852_9185372412637237265_n

11393082_383371685191556_2540122617364601873_n

11400974_383371711858220_864435794927426374_n

11402671_383371701858221_4466809734220455908_n

11414545_383371448524913_237273072_n

11415380_383371665191558_4939291866704059088_n

11418222_383371138524944_1948761840_n

11418344_383371418524916_61032981_n

11418466_383371495191575_881973295_n

11419833_383371431858248_291334225_n

11425314_383371498524908_195231907_n

11426971_383371181858273_446745003_n

11428794_383371661858225_1055548984328831740_n

11428944_383371095191615_621691709_n

11429634_383371185191606_1520128493_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები