“ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად არის აღდგენილი” – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ამის შეეახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მუნიციპალური ტრანსპორტი რეგიონის მუნიცპალიტეტებში შეუფერხებლად ასრულებს მარშრუტებს – გამონაკლისს წარმოადგენენ თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სადაც უხვი ნალექისა და ყინვისგან შექმნილმა ვითარებამ, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ნორმებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერება გამოიწვია.

“ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად არის აღდგენილი, რაც შეეხება, უამინდობისგან გამოწვეულ შეფერხებებს ახალ კერებზე, შესაბამისი კომპანია მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას პრობლემების დინამიურად აღმოფხვრის მიზნით”, – აღნიშნა კალმახელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები