„11 თვე მქონდა დარჩენილი სასჯელის დასრულებამდე და არ ველოდებოდი შეწყალებას, რა თქმა უნდა, გამიხარდა“ – პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პატიმარი
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
შეწყალებულების თქმით, შეწყალების აქტი მათთვის მოულოდნელი იყო.
„11 თვე მქონდა დარჩენილი სასჯელის დასრულებამდე და არ ველოდებოდი შეწყალებას, რა თქმა უნდა, გამიხარდა,”- აღნიშნა ერთ-ერთმა შეწყალებულმა.
კიდევ ერთი შეწყალებული ამბობს, რომ ამნისტია მისთვის სასიხარულოა.
“სასიხარულოა რომ შემეხო ამინისტია, მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან,”- აღნიშნა კიდევ ერთმა შეწყალებულმა.
კიდევ ერთი გათავისუფლებული ამბობს, რომ ამნისტია მისთვის სიურპრიზი იყო.
“არ ველოდებოდი და სიურპრიზი გამიკეთეს. ყველა პატიმარს ვუსურვებ კარგად ყოფნას,“ – აცხადებს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარი.