21 იანვარს მოსე თოიძე დაიბადა
21 იანვარს მოსე თოიძე (1871–1953) დაიბადა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განათლება პეტერბურგში მიიღო, სადაც ილია რეპინის სახელოსნოში სწავლობდა. თოიძის ადრეულ ნამუშევრებში რეპინის სკოლის გავლენა მკაფიოდ ჩანს, თუმცა, შემდგომში მან რუსული და ევროპული რეალიზმის ტენდენციები ქართულ მხატვრულ ტრადიციებთან შეათავსა.

მოსე თოიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში პროფესიული სამხატვრო განათლების განვითარებაში. 1922 წელს მან თბილისში სახალხო სამხატვრო სტუდია დააარსა და მოგვიანებით თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორიც გახდა.
თოიძის შემოქმედებამ და პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ქართული ფერწერის შემდგომი განვითარება განსაზღვრა.
