ზელენსკი უკრაინის ჩართვას “მშვიდობის საბჭოში” რუსეთისა და ბელარუსის მონაწილეობის ფონზე ეჭვქვეშ აყენებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებისკენ მოუწოდეს, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ ამაში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.

„რუსეთი ჩვენი მტერია. ბელარუსი მათი მოკავშირეა. ჩემთვის ძალიან რთულია წარმოვიდგინო, როგორ შეგვიძლია ჩვენ და რუსეთი ერთად ვიყოთ ამა თუ იმ საბჭოში“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ დიპლომატები მიწვევას განიხილავენ.

ზელენსკის განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამშაბათს რუსეთმა და ბელარუსმა განაცხადეს, რომ ისინიც მიწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

როგორც ცნობილია, რუსეთმა და ბელარუსმა მიწვევა დადებითად შეაფასეს და უკვე დათანხმდნენ საბჭოში მონაწილეობის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები