“მინდა, ცხადად ვთქვა – გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის; არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას” – კაია კალასი
“მინდა, ცხადად ვთქვა – გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის. არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს.
როგორც კალასი აღნიშნავს, ევროკავშირი გვერდში უდგას გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.
“გრენლანდია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს საიდუმლო არ არის. მის მახლობლად საკვანძო წყალქვეშა მარშრუტებია და მის ქვემოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.
მინდა, ცხადად ვთქვა: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას. სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ. ევროკავშირი ეჭვების გარეშე უდგას გვერდში გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შაბათს გაკეთებული განცხადებები ვითარებას ქმნის, რომლის გამოცდილებაც აქამდე არ გვქონია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი პოზიციის დაცვა და ერთიანი მოქმედება”, – აცხადებს კალასი.