ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება რადევმა დღეს, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ მომდევნო დღეს ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.

დაახლოებით 10-წუთიან მიმართვაში რადევმა არაერთხელ გააკრიტიკა „ოლიგარქია“ და დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ბულგარეთის „ღალატში“ ადანაშაულებდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რადევი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რადევი ძირითადად ცერემონიულ თანამდებობაზე 2027 წლის იანვრამდე უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ბიუჯეტისა და კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის კოალიციური მთავრობა გადადგა, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს, რის გამოც მომდევნო რამდენიმე თვეში ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები