თვითნასწავლი მხატვრის – ნათია ქემოკლიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
22 იანვარს, 15:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, გაიმართება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ბიბლიოთეკარისა და თვითნასწავლი მხატვრის, ნათია ქემოკლიძის, პერსონალური გამოფენა.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ნამუშევრები შესრულებულია უნიკალური ტექნიკით — ავტორი ბისერით ქმნის ფერწერულ ტილოებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი.
ექსპოზიცია 22–24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.