გურამ მაჭარაშვილი: არ ვიცი კიდევ ვის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალები გაერთიანდებიან – ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატოში და ამერიკა – ევროპის ურთიერთობებში – სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან

„არ ვიცი კიდევ ვის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალები გაერთიანდებიან – ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატოში და ამერიკა – ევროპის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე, ცუდი მომავალი – ყველაფერი ეს ოპოზიციის დღის წესრიგშია და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება.

„არ ვიცი კიდევ ვის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალები გაერთიანდებიან – ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატოში და ამერიკა – ევროპის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი ვერ გააკეთეს. არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ. აქ მთავრდება ყველაფერი – როცა არ გაქვს ეროვნული ამოცანა და ხელისუფლებაში მოსვლის გარდა სხვა მიზანი არ გაგაჩნია, ვერაფერში ვერ გაერთიანდები. ამიტომაც არის, რომ მათი ამომრჩევლებიც არ უჭერენ მხარს. გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე, ცუდი მომავალი – ყველაფერი ეს მათ დღის წესრიგშია და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მივესალმები, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები