“ძლიერმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით – ენერგოკომპანიების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება” – თეთრიწყაროს მერია

“ორი დღის განმავლობაში, ქვემო ქართლის რეგიონში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. შექმნილ ვითარებაზე მყისიერად მოხდა რეაგირება და ადგილზე ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური”,- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გზებზე მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც.

“ძლიერმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, ენერგოკომპანიების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოები გაგრძელდება ამინდის პირობების გაუმჯობესებამდე და პროცესის სრულად დასრულებამდე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები