“ამ ქვეყანაში სანამ პირადად არ მიადგებათ ადამიანებს პრობლემა მანამდე ხმას არ იღებენ”

„მაესტროს“ გენერალურ დირექტორის ბაია გადაბაძის ინფორმაციით, დღეს “მაესტროს“ ჟურნალისტი შეეცადა დაახლოებით 30-მდე ცნობილი ადამიანისგან მოესმინა პოზიცია ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ამის შესახებ ბაია გადაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
გადაბაძეს უკვირს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რატომ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები მკვლელს დაასახელებენ?

“დღეს ჩვენი ჟურნალისტი 30-მდე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა, რომლებსაც სთხოვა კომენტარი გაეკეთებინათ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე თუ ვერგადაწყვეტილებაზე, არც ერთმა არ ისურვა კომენტარი. ამ ქვეყანაში სანამ პირადად არ მიადგებათ ადამიანებს პრობლემა მანამდე ხმას არ იღებენ, სანამ მოდური არ გახდება ხელისუფლების გინება, სანამ მის შვილს ქუჩაში არ მოკლავენ, სანამ მაღაზიის თავზე არ შემოაგდებენ. ჩვენ არ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ არ გვაქს ერთი ადგილი ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და რა გეგონათ ნაფიცი მსაჯულები მკვლელს დაასახელებენ? ადამიანები კომენტარს არ აკეთებენ. მეფობს -Моя хата с краю, я ничего не знаю“-წერს გადაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები