“ივანიშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მიმართაც გაცნობის შემდეგ უფრო მომემატა პატივისცემა”

  • გადაცემა 20/30 წამყვანი არჩილ გამზარდია ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
    როგორ გამზარდია აცხადებს, მას ბიძინა ივანიშვილის გაცნობის შემდეგ, ყოფილი პრემიერის მიმართ პატივისცემა უფრო მოემატა.
    „მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მიმართაც გაცნობის შემდეგ უფრო მომემატა პატივისცემა“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
    შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ გამზარდიამ საკუთარი სურვილით გადაცემა 20/30 დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები