პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად გაერთიანებული სამეფოს დედოფლის – ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიტანელ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელებს დედოფლის იუბილე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთიბები კიდევ უფრო გაღრმავდება. გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისათვის, რასაც ის საქართველოში, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ახორციელებს. ინგლისის საელჩოში გამართულ მიღებას საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.