198-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოში დაიბარეს

  198-ე საბავშვო ბაღში მომხდარი ხანძრის შემდეგ, დირექტორი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან დაიბარეს – ამის შესახებ „კვირას“ 198-ე ბაღის დირექტორის მოადგილემ ეკა ჩიტაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბაგა-ბაღი ამ დროისათვის დახურულია და მუშაობას რამდენიმე დღეში აღადგენს. „ხანძარი დღეს დილით, 10 საათსა და 55 წუთზე მოხდა. ცეცხლი კიბის უჯრედში ელექტროგაყვანილობის ყუთს გაუჩნდა. სავარაუდოდ, დიდი ძაბვის გამო, ბავშვებს ცეცხლი არ უნახავთ, თანამშრომლებმა ცეცხლი დროულად ჩავაქრეთ, ბავშვები დროულად გამოვიყვანეთ ჯგუფებიდან. დაკვამლიანების გამო შენობაში დამწვრის სუნი იგრძნობა, რის გამოც ბაგა-ბაღმა მუშაობა დროულად შეწყვიტა“, – აღნიშნა ეკა ჩიტაშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბაგა-ბაღს ელექტროენერგია არ მიეწოდება და იქ არც ერთი ბავშვი არ იმყოფება.
ხანძრის შედეგად, საბავშვო ბაღში არც ერთი ბავშვი არ დაზიანებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები