ალეკო ელისაშვილი: ვულოცავ დავით ნარმანიას – მან უკვე გაუსწრო ქალაქის სიძულვილით გიგი უგულავას

ქეთევან წამებულის გამზირზე, გოგილოს აბანოს თავზე სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, უნდა აშენდეს 6-სართულიანი სასტუმრო, – ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს და დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მწვავედ აკრიტიკებს.

“თბილისის მერიის კიდევ ერთი გამაოგნებელი გადაწყვეტილება – ქეთევან წამებულის გამზირზე, გოგილოს აბანოს თავზე, სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, უნდა აშენდეს 6-სართულიანი სასტუმრო. დიახ, დიახ, პირდაპირ სკვერში!!! ვულოცავ დავით ნარმანიას – მან უკვე გაუსწრო ქალაქის სიძულვილით გიგი უგულავას. ყოჩაღ, ბატონო მერო, ერთი ნარიყალაში ჩადგით სასტუმრო და კიდევ გორგასლის ძეგლი მოაძრეთ და იქაც წამოჭიმეთ რამე კორპუსი და თქვენ პირნათელი იქნებით თბილისის წინაშე“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები