მარიამ საჯაია: შუშის იატაკზე ვდგავარ და ჩემს ფეხქვეშ უფსკრულია…

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია, რომელიც მივლინებით იაპონიაში იმყოფება, მიწისძვრის ეპიცენტრში მოხვდა. როგორც საჯაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იგი მძლავრ მიწისძვრაზე ჯერ კიდევ იაპონიაში გამგზავრებამდე ოცნებობდა, რაც მივლინებაში ყოფნის დროს აუხდა.
„340 მეტრზე ვარ, შუშის იატაკზე ვდგავარ და ჩემს ფეხქვეშ უფსკრულია. უცებ აბა რა ხდება?! იაპონიის მთავარი “ღირსშესანიშნაობა” – მიწისძვრა ეპიცენტრში 8.5 ბალიანი, ტოკიოში – 4 ბალი. კარგად შეგვაქანა და გვარწია. ვინატრე ჩამოსვლისას, მაინტრესებდა და აჰა, ამიხდა“, – წერს მარიამ საჯაია.

11272750_955859007769926_1268829404_n

11289646_955858977769929_1399636147_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები