"ტორპედო"-"დინამოს" თამაშზე მომხდარი ჩხუბის გამო 10-მდე ადამიანი დააკავეს
“ტორპედო”-“დინამოს” თამაშზე მომხდარი ჩხუბის გამო 10-მდე ადამიანი დააკავეს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის “ტორპედოსა” და “თბილისის დინამოს” შორის ჩაიშალა.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჩხუბით დასრულდა. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისის გუნდი ქუთაისის ნაკრებს ანგარიშით 2:0 უგებდა. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი მოედანზე ჩავიდნენ და დინამოს ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.