ხულოში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში ერთ მეტრამდე.

“ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა.

გზების გაწმენდით სამუშაოებს პირადად კოორდინაციას უწევენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი აგრძელებს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: +995 551 00 52 72 “- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები