ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.

პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი კი – მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ის რუსეთში იმყოფება.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები