დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ნარდში, დომინოში, ჭადრაკსა და შაშში საგაზაფხულო ტურნირი გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ნარდში, დომინოში, ჭადრაკსა და შაშში საგაზაფხულო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა დიდუბის რაიონში მცხოვრებმა 160-მა მოქალაქემ მიიღო.

ჭადრაკში გამარჯვება მიხეილ ჭიპაშვილმა მოიპოვა, ნარდში – გიორგი სიჭინავამ, დომინოში – გოჩა აბუაშვილმა და ზურაბ მეძმარიაშვილმა, ხოლო შაშში -ზურაბ ხაჩიროვმა.

საგაზაფხულო ტურნირში გამარჯვებულებს, მედლები, სიგელები, საპატიო თასი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები