თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაეობია.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყალსადენის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის, გობრონიძის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საირმის გორის მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეტრე იბერის, ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის და პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას, ბუდაპეშტის, იშხნელების, ცაგერის, ტაშკენტის, გოთუას, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ოჟიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ხორავას, ბარნოვის, ამაღლების, ოქროყანის და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ცაბაძის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, თემქის IX კვარტლის, თორნიკე ერისთავის და მოლითის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის V ჩიხის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ნაკადულის, წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პოლიციის, ქიზიყის, უცნობის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.