ბავშვს, რომელიც თბილისის მეტროში დაშავდა, 4 თითის ამპუტაცია დასჭირდა

მეტროსადგურ „პოლიტექნიკური უნივერსიტეტის“ ესკალატორში მოყოლილ ბავშვს 4 თითის ამპუტაცია დასჭირდა, – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პატარას შემთხვევის შედეგად ტერფზე მხოლოდ ცერა თითი დარჩა.

„ოპერაცია ახლახან დასრულდა. ბავშვი საავადმყოფოში შემოსვლისთანავე საოპერაციოში შეიყვანეს. ფაქტობრივად, შემთხვევის შედეგად, ოთხი თითი მოკვეთილი ჰქონდა. ქირურგიული ჩარევის შედეგად, პაციენტს მხოლოდ ცერა თითი უვნებელი დარჩა. ექიმები ვარაუდობენ, რომ პატარას კიდევ ერთ თითზე მოქმედება შეუნარჩუნონ“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, 6 წლის ბავშვს ესკალატორში ფეხი მოყვა. შემთხვევა დღეს ნაშუადღევს მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები