2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ 19 ისლამისტმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.
გამტაცებლებმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც თვითმფრინავის ყველა მგზავრი და შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი დაიღუპა. ჯამში გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის 3 000-ს მიაღწია, დაშავდა ასობით ადამიანი.
კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.
აღნიშნული ფაქტიდან 24 წელი გავიდა, ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი ტერაქტი იყო.