ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინა გადასცა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. ვახტანგ გომელაურმა სკვერისა და მემორიალის გახსნაზე დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა.

მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავი მოინახულა.

დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელობის სკვერი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილს შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. აღნიშნულ სკვერში გაკეთდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელის ოჯახზე მომავალშიც იზრუნებს.

10404000_1832738810283649_104723326994134941_o

11313148_1832738583617005_23291031700592086_o

11312602_1832738580283672_1713448695367313297_o

11221877_1832738800283650_3902764377567995775_o

1039964_1832738696950327_1359654366678338634_o

10403982_1832738550283675_1482167069404118756_o

11357337_1832739026950294_84164680424018009_o

11143245_1832738983616965_46335375004558428_o

11040600_1832738830283647_9185514501776569346_o

10866183_1832738780283652_9195358444220841739_o

11056429_1832739083616955_4531464183189366540_o

11336999_1832738436950353_8344736180872880292_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები