კახა ბენდუქიძის შვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს
კახა ბენდუქიძის შვილს, ანასტასია გონჩაროვას საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს. აღნიშნული მოთხოვნით მან განაცხადი უკვე შეავსო.
აღნიშნულის შესახებ გონჩაროვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
„ისტორიული მომენტია – საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი შევავსე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს გონჩაროვა.