ნიკა გვარამია ზურაბ ჯაფარიძეს აკრიტიკებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივნის ზურაბ ჯაფარიძის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნულს უსიამოვნოს და უფორმოს უწოდებს.

„სრული და უსიამოვნო მოულოდნელობაა. ასეთი უმესიჯო და უფორმო ტექსტი ალბათ მართლა რთული მოსაფიქრებელი იყო და ამისთვის აიღეს ორდღიანი ტაიმ-აუტი.

ავტორზე რაკურსით თუ შევხედავთ, ტექსტი კი არა ნამდვილი Mythbuster არის“, – წერს ნიკა გვარამია ფეიუსბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პარტიიდან წამოსვლის მიზეზები განმარტა. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები