ილია II – უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა თსუ-ში მიმდინარე ფორუმზე ქართული დიასპორა დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა. “როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ, ვისი მიწა-წყლისანი არიან, გაიგონ, რომ როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. გისურვებთ, რომ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ და არა სხვამ”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები