ვეფხვების მიერ დაზიანებულ ქალს ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

თბილისის ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაზიანებულ გულიკო ჭიტაძეს ზედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ექიმები ქალბატონისთვის ქვედა კიდურის შენარჩუნებას ცდილობენ.
“ვიცით, რომ ყველას ძალიან გადარდებთ ქალბატონი გულიკოს მდგომარეობა და ელით უკანასკნელ ცნობებს. ბოლო მონაცემებით ამგვარი ვითარებაა: ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ, ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა, თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარებულია. პაციენტს უტარდება მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტებით. იმედია, ღამე მშვიდობიანად ჩაივლის და დილას უკეთესობა იქნება. დიდ მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!“ – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები