თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გეგმური სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, იოსებიძის, ქავთარაძის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, კარტოზიას, შევარდენიძის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის, ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის, ჯიქიას, ჩოჩუას, კაკაბეთის, კოფცოვის და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ლილოს დასახლების, ჯავახეთის და ფრანგულიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის ხევის და ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I და VI კვარტლების, რობაქიძის, ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, დოლაბაურის, დოდაშვილის, ყვარლის, ამირეჯიბის, რატილის, ტოლენჯის, ტვიშის, გეზათის, ბაბისხევის და მესხეთის ქუჩების, მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ეკა ბეჟანიშვილის, ღოღობერიძის, კნოლევის, ქართლის, ილურიძის, დაისის, ქსოვრელის და თმოგვის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, კუიბიშევის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.