დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის სახელით, საზეიმო კონცერტი გაიმართა – ვიდეო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, პრემიერ-მინისტრის სახელით, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
საღამოს, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ცნობილი ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.
კონცერტზე შესრულდა ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები, რომლებიც ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები