გოგა ხაჩიძე: უამრავი პატივსაცემი აზრი მოვისმინე, ბევრი ვარაუდი და ცოტაც – იაფფასიანი სისულელე

 “მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების “ნაციონალური მოძრაობადან” წამოსვლას მოჰყვა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ხაჩიძის ინფორმაციით, ხვალ გამოქვეყნდება განცხადება, სადაც იქნება საჯარო განმარტება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. “მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების “ნაციონალური მოძრაობადან” წამოსვლას მოჰყვა. უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც – იაფფასიანი სისულელე. ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებელი ნაბიჯი. როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა – “ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე”. დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. წინ მნიშვნელოვანი საქმეებია”, – წერს გოგა ხაჩიძე. “ნაციონალური მოძრაობა” პარტიის ოთხმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები