ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია

ათენიდან ბათუმის აეროპორტში ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს დელეგაციამ სპეცრეისით ჩამოიტანა.
ცეცხლი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს გადასცა, რის შემდეგაც ცეცხლის დახვედრის ცერემონია პიაცას მოედანზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
28 მაისიდან კი ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანის რაიონებისკენ წაიღებენ და 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის.
ოლიმპიური ცეცხლი დედაქალაქში 14 ივლისს  შემოვა. 26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდლი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ცეცხლი დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ჩირაღდანი“ ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით, ვაზის ფოთლებითა და ყურძნის მარცვლებითაა გაფორმებული.
ოლიმპიური ცეცხლი ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ აანთეს და საქართველოს დელეგაციას გადასცეს. ოლიმპიურ ცეცხლი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“-ის სიმბოლო გახდება, სპეციალური საზეიმო ცერემონიალის შედეგად აანთეს და ქართველ სპორტსმენს, ლაშა შავდათუაშვილს  გადასცეს, რომელმაც ის პანათინაიკოსის სტადიონზე მოატარა.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3 ათას 800 მონაწილე ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები