გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღესასწაული საბერძნეთიდან, კერძოდ, ქალაქ ათენიდან მიულოცა.
,,დღეს თითოეული ქართველისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
სრულიად საქართველოს საბერძნეთიდან ვულოცავ ამ ღირშესანისნავ თარიღს – 26 მაისს. სიმბოლურია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ათენში იმყოფება.
ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველოს ისტორიაში პირველად მასპინძლობს, რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან, ქვეყნის წინსვლის დამადასტურებელი მოვლენაცაა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი ოლიმპიადას ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს.
იმედი მაქვს, რომ მომავალში  მსოფლიო მასშტაბის კიდევ ბევრ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადაიდგმება’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

გიორგი ალიბეგაშვილი ათენში ოლიმპიური ცეცხლის ანთებას დაესწრო.
საბერძნეთში, კერძოდ, ათენში ოლიმპიური ცეცხლი დღეს აინთო და საქართველოს გადაეცა.
დღესვე, ოლიმპიური ცეცხლი ბათუმში ჩამოვა, 67 მუნიციპალიტეტს მოივლის და შემდგომ ამისა, საქართველოს დედაქალაქში ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები