შს სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის 3D ბილეთები წარმოადგინა – ვიდეო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ბილეთები წარმოადგინა.
ასევე გამოფენილი იყო საქართველოში პირველი ავტომობილის, პირველი ავტოავარიის და პირველი მართვის მოწმობის ფოტოები, მართვის მოწმობის საბეჭდი მანქანა, შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის სარბოლო ავტომობილები და საგამოცდო ავტომანქანა.
აღნიშნულ სტენდთან მისულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ახალი „3D“ ბილეთებით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა გაევლოთ. მომსახურეობის სააგენტომ პორტატული აპარატი, სახელმწიფო სანომრე ნიშნის შესარჩევი ტერმინალი და მართვის მოწმობის პრაქტიკული მანქანა, წარმოადგინა.
მომსახურეობის სააგენტოსგან სტენდთან მისულ ბავშვებს საჩუქრად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცათ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სტენდი დაათვალიერეს.