ვახტანგ გომელაური ბორჯომში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩას, სკვერს და მემორიალს გახსნის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხვალ, ბორჯომში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩას, სკვერს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს გახსნის. ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩის, სკვერისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება. გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები