კახა კალაძე: მომავალი თაობები მერაბ კოსტავას მსგავსი გმირების მოღვაწეობის მაგალითებით უნდა აღვზარდოთ

ვიცე-პრემიერი , ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღესაც ულოცავს.
“მინდა დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე მოგილოცოთ! მისი სახელი პატრიოტიზმით და მებრძოლი სულით გვავსებს და სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ასეთი გმირების ცხოვრების და მოღვაწეობის მაგალითებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობები. თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები!!!”, – წერს კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები