ოზურგეთის გამგებელი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო
ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიაში დილიდან მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს. ჭანუყვაძემ ქალაქის ცენტრში იუსტიციის სახლის წინ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტული განვითარების ცენტრში გამართულ შეჯიბრსაც დაესწრო, სადაც ფრენბურთში ერთმანეთს დაბა ნარუჯის, ასკანის, შემოქმედისა და ვაკიჯვრის გუნდები დაუპირისპირდნენ.
საფრენბურთო შეჯიბრი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, ტრადიციულად, ყოველი წლის 26 მაისს იმართება.