სვანეთში დაღუპული ტურისტების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

   სვანეთში, სოფელ უშგულთან ზვავში მოყოლილი ექსტრემალი ტურისტების ცხედრები თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრში გადაასვენეს.
დაღუპულებს სამშობლოში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა უშგულთან 6 მარტს მოხდა.სამი ფრანგი და ორი გერმანელი მოთხილამურე მოულოდნელად ჩამოწოლილ ზვავში მოყვა. სიკვდილს საფრანგეთის მხოლოდ ერთი მოქალაქე გადაურჩა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სვანეთში ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა.
ტურისტები ტერიტორიაზე 2 მარტიდან იმყოფებოდნენ. მათ ზვავსაშიშროების შესახებ მესაზღვრეებისგან გაფრთხილება მიიღეს, თუმცა მთაზე მაინც გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები