რუსთაველის გამზირზე მსურველებს C ჰეპატიტზე ანალიზს უფასოდ უტარებენ

რუსთაველის გამზირზე, ჯანდაცვის სამინისტროს სტენდთან მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი და C ჰეპატიტის ანალიზი გაიკეთოს. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ, რომ გაძლიერებულიყოს და გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე აქტივობა რუსთაველის გამზირზე. აქ შეუძლიათ უფასო სკრინინგი ჩაიტარონ, C ჰეპატიტის ანალიზი გაიკეთონ. ასევე, წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანები და აღჭურვილობა.

ეს ის მანქანებია, რითაც შესყიდვების რეიტინგში მოვხვდით – რომ 10 მილიონი დავხარჯეთ. გიდასტურებთ, ამ მშვენიერ მანქანებში დავხარჯეთ სრულად ეს თანხა. აქვეა მოწყობილი გადაუდებელი დახმარების რამდენიმე საჩვენებელი კუთხე და ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის საინტერესო იქნება ამ სიახლეების გაცნობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები