რუსთაველის გამზირზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება იქნება მობილიზებული
დღეს რუსთაველის გამზირზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები იქნებიან მობილიზებულნი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მსვლელობისას, ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასწრაფო დახმარების მანქანები სხვადასხვა ადგილზე განლაგდება. კერძოდ, სასტუმრო „რედისონის“, პუშკინის სკვერის და ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან მობილიზებულნი იქნებიან სამედიცინო ბრიგადები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებსა და ღონისძიებაში მონაწილე პირებს პირველად დახმარებას ადგილზე აღმოუჩენენ.