კახეთში კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში განსაკუთრებით საშიში მავნებლის – იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები დღეიდან დაიწყო.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სპეციალისტებმა გუშინ გამოავლინეს მავნებლის გამოჩეკვის ერთეული შემთხვევები. შესაბამისად, ოპერატიულად დაიგეგმა ქიმიური წამლობა. სამანქანო დანადგარებით დამუშავდება კალიების გავრცელების კერები. ადრეული ასაკის მავნებლის გამოჩეკა დაფიქსირდა ტიბაანში კერძო ნაკვეთებზე, მზესუმზირის ნათესებზე. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უხვი ნალექისა და ცივი კლიმატური პირობების გამო განდგურდა კალიის კვერცხები, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთეული გავრცელების კერა გამოვლინდა. საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება როგორც სამანქანო დანაგდარებით, ასევე ავიაციის მეშვეობით.

ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლები ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები