ნიკოლოზ მჟავანაძე: იმედია, ცხინვალსა და სოხუმში დამოუკიდებლობის დღეს მალე ვიდღესასწაულებთ!

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე საქართველო, ბოლომდე დამოუკიდებელი და ბედნიერი ვერასდროს იქნება.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! აფხაზეთის და სამაჩობლოს გარეშე ვერცერთი დამოუკიდებლობის დღე ვერ იქნება სრულად ბედნიერი თითეული ქართველისათვის. ვისურვებდი მალე დაბრუნებულიყოს აფხაზები და ოსები საქართველოს ერთიან ოჯახში. ეროვნული მოძრაობის დროს, როცა ქვეყანა ერთიანი იყო ჩვენ სხვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვფიქრობდით ახლა კი სულ სხვა საფიქრალი გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. იმედია, ღვთის დახმარებით მალე ვიდღესასწაულებთ ცხინვალსა და სოხუმში დამოუკიდებლობის დღეს”, – წერს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები